სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ “ჰიპოკრატეს” და “თბილისის საერთაშორისო აკადემიის” სტუდენტები, მობილობის წესით, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდებიან.

სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ “ჰიპოკრატეს” და “თბილისის საერთაშორისო აკადემიის” სტუდენტები, მობილობის წესით, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდებიან.

სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ “ჰიპოკრატეს” და “თბილისის საერთაშორისო აკადემიის” სტუდენტები, მობილობის წესით, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდებიან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა.

„განხორციელდა მონიტორინგი აკრედიტაციის კუთხით და ორ უნივერსიტეტს, საუბარია სასწავლო სამედიცინო უნივერსიტეტზე „ჰიპოკრატე“ და ასევე „თბილისის საერთაშორისო აკადემიაზე“, ჩამოერთვა ავტორიზაცია. სტუდენტები, რომლებიც არიან ამ უნივერსიტეტებში, ყველა იქნება მობილობით გადასული სხვა უმაღლეს სასწავლებლებში საკუთარი სურვილისამებრ. ხარისხის მართვის ცენტრი გამოაქვეყნებს რიგგარეშე მობილობას მხოლოდ ამ სასწავლებლების სტუდენტებისთვის და ასევე გაუწევს კონსულტაციებს. სტუდენტებს თავიანთი არჩევანის საფუძველზე საშუალება ექნებათ, რომ სწავლა გააგრძელონ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. კონკრეტული დეტალები ხარისხის ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად დარღვევები ეხებოდა განათლების ხარისხს. ჩვენთვის მთავარ საზრუნავს სწორედ განათლების ხარისხი წარმოადგენს. სახელმწიფომ, სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, ყველა სტუდენტს და ეს სიმართლე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები არიან ისინი, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიას” ავტორიზაცია გაუუქმდა. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წლის 15 თებერვალს გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიაში” განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მონიტორინგი განხორციელდა ძველი სტანდარტებით (მატერიალური რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი).

ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიას გაუუქმდეს ავტორიზაცია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები