სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო,განმარტავს, რა იგეგმება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოსაკვლევად

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო,განმარტავს, რა იგეგმება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის გამოსაკვლევად

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას აგრძელებს.

„შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ. მათი ანგარიშები, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით, განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

19 მარტს 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და 19 მარტს გარდაიცვალა. ის 18 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები