სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლითაც თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოიგო

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლითაც თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოიგო

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლითაც თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოიგო. შედეგები რამდენიმე წუთის წინ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ გააცნო მედიას.

“ინტერვალები, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ, სტატისტიკურად არსებობს თანაბარი ალბათობა, რომ ამ ინტერვალის ნებისმიერ მონაკვეთში იყოს საბოლოო შედეგი”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

  • კახა კალაძე, ქართული ოცნება – 50,64% (მინიმუმ 50,03%, მაქსიმუმ 51,25%);
  • ალექსანდრე ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 17,52% (მინიმუმ 17,04%, მაქსიმალური – 18%);
  • ზაალ უდუმაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16,8% (მინიმუმ 16,39%, მაქსიმალური – 17,21%);
  • ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო – 7,12% (მინიმუმ – 6,86%, მაქსიმუმ -7,38%);
  • ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი – 3,04% (მინიმუმ – 2,91%, მაქსიმუმ – 3,17%);
  • გიორგი ვაშაძე, ერთობა ახალი საქართველო – 1,98% (მინიმუმ – 1,87%, მაქსიმუმ – 2,09%);
  • კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო – 1,32% (მინიმუმ 1,25, მაქსიმუმ – 1,39%);
  • გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტია – 0,97% (მინიმუმ – 0,91%, მაქსიმუმ 1,03%);
  • სხვა კანდიდატებმა უფრო დაბალი შედეგები აჩვენეს.

სამართლიანი არჩევნები ქვეყნის მასშტაბით შემთხვევით შერჩევის მეთოდით შერჩეულ 300 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა, თბილისში შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოვლენილ 350 უბანზე და ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ფოთის, ახალციხისა და მარნეულის ყველა საარჩევნო უბანზე. ორგანიზაცია არჩევნებს პარალელური დათვლის, ე.წ. PVT მეთოდით აკვირდებოდა

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები