სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია 1 პირი

სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ი. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტების გაქურდვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები