სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველ, 1973 წელს დაბადებულ ა.ღ.-სთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ხაშურში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული დ.მ. დააყაჩაღა. ბრალდებულებმა დაზარალებულისგან 400 აშშ დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

“დაკავებისას გ.ზ.-მ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. იგი გაქცევას შეეცადა, რა დროსაც მან შსს-ს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს თავის არეში დაზიანება მიაყენა. ამ დროისთვის, პოლიციელი სამედიცინო შემოწმებას გადის. სამართალდამცველებმა, გ.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას დაუდგენელი წარმომავლობის ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების მსგავსი მცენარეული მასა ამოიღეს. რაც შეეხება ბრალდებულის სახის არეში არსებულ დაზიანებებს, ფაქტზე დაინიშნება ექსპერტიზა” – აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, მეორე ბრალდებული მიმალვაშია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები