სამართალდამცველებმა ახალქალაქში ინტერპოლის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ახალქალაქში ინტერპოლის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, 1989 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე თ. გ. განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები