სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის თავისი წარსულით და მტკიცე პრინციპებით მოდის.

სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის თავისი წარსულით და მტკიცე პრინციპებით მოდის.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის თავისი წარსულით და მტკიცე პრინციპებით მოდის. მისივე თქმით, ის ემიგრაციის შვილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.

„მე იმიტომ გადავწყვიტე და იმიტომ შევიტანე ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტობაზე, რომ ბავშვობიდან მქონდა რაღაც გრძნობა ჩანერგილი, რომ როცა საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს დრო უთუოდ მოვიდოდა, იმ დროისთვის, რაღაცნაირად მივიღებდი მონაწილეობას სახელმწიფო სამსახურში, რომლისთვისაც გარკვეულ წილად ვემზადებოდი. როგორი იქნებოდა ეს მონაწილეობა ნამდვილად არ ვიცოდი და არასოდეს არ დამესიზმრებოდა, რომ ამ ფორმატში აქ, ასე ვიქნებოდი, მაგრამ ამ განზრახვამ მომიყვანა დღემდე, თქვენამდე და საპრეზიდენტო კარამდე.

მოვდივარ თქვენ წინაშე ისეთი, როგორიც ვარ, მე არაფერს სხვანაირს არ ვთამაშობ. მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით – თუმცა, ზოგჯერ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ძალიან მტკიცეა. მოვდივარ ასევე, მომავლის ხედვით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მიფიქრია 66 წლის მანძილზე, გამოვაკლოთ 2-3 წელი ბავშვობიდან, მიფიქრია იმაზე, თუ საქართველო როგორი უნდა გახდეს. ნაწილობრივ შესრულდა ეს – დემოკრატიული, ევროპული და დამოუკიდებელია ქვეყანა, მაგრამ ბოლომდე არა, ის რაზეც ვოცნებობდი კიდევ შეიძლება ერთად გავაკეთოთ. მე მოვდივარ, როგორც ემიგრაციის შვილი – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ეს არის ის ემიგრაცია, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა და მისი ხელახლა აღდგენის იმედი არასდროს დაუკარგავს 300 წლის მანძილზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები