“სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს”

“სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს”

“სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას რუსეთის სარჩელის თაობაზე, ჩუგოშვილის განცხადებით, იგი ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.
„ამ ინფორმაციას არ ვფლობ. ეს ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეს, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს. სწორი იქნება, თუ დეტალებზე იუსტიციის სამინისტრო ისაუბრებს. განცხადებები, რომელიც გაკეთდა, სხვადასხვაგვარი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს. კონკრეტულად, მტკიცებულებად რა არის წარდგენილი და ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ეს იუსტიციის სამინისტროს შეუძლია გითხრათ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამოღებული ციტატებია შეტანილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები