„სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის“

„სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის“

„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი და მძლავრი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი და მძლავრი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის. ეს, არ ეხება მხოლოდ თბილისს. ეს ეხება აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთ და ჩრდილოეთ საქართველოს რეგიონებს. ჩვენ, უფრო კარგად და სიღრმისეულად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და ზუსტად იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა სიყვარულიც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ. ამ სიყვარულით მოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამავე სიყვარულით უნდა დახვდეს ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები