სალომე ზურაბიშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიაში ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

სალომე ზურაბიშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიაში ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიაში ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი დაესწრება, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველოს პრეზიდენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორ მიხაელ მიოლერთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – თამილა ბარკალაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში – დავით ჯალაღანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევის გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან – ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში – ქეთევან მახარაშვილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები