სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, ოფიციალური მიწვევა მიიღო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და უნგრეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების პრესმდივანზე, ეკატერინა ზელენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები