სალომე ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე: დროა, შედგეს საპრეზიდენტო საუბრები, რომელიც ამ კვირას იგეგმება

სალომე ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე: დროა, შედგეს საპრეზიდენტო საუბრები, რომელიც ამ კვირას იგეგმება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით გაესაუბრება.

 

კითხვაზე, ვის დაურეკავს პირველად, ნიკოლ ფაშინიანს თუ ილჰამ ალიევს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სატელეფონო საუბარი მიმდინარე კვირაში იგეგმება, თუმცა, ვინ იქნება პირველი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

“უკვე დროა, რომ შედგეს საპრეზიდენტო საუბრები, რომელიც ამ კვირას იგეგმება. ეს ყოველთვის რთულია, როგორც დალაგდება, ისე დალაგდება, აქ არ არის ჩვენი არჩევანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის, რაც არის ამ რეგიონისთვის ყველაზე მთავარი, რომ საქართველო არის და იყოს ნეიტრალური თავისი ორი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ჩვენი, სამივე ქვეყნის ეკონომიკა, განვითარება, დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

ვერ ავირჩევ და არ ხდება არჩევანი, ორივესთან ერთდროულად ჩვენი საელჩოები იმუშავებენ და როგორც დადგება რიგი, ისე იქნება. ამაში რამე სიმბოლიკა ან პოლიტიკური დატვირთვა არ არსებობს.

ჩვენ შევთავაზეთ პლატფორმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ მსხვერპლი არ იყოს, მაგრამ უკვე დღეიდან ისმის ორივე მხრიდან, რომ მზად არიან მინსკის ჯგუფის ამოქმედება მოხდეს, მე მგონი ამას უნდა შევუწყოთ ხელი, არ ვიცი, თუნდაც საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც მათთვის მისაღებია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა .

კითხვაზე, რა რისკების შემცვლელია ეს კონფლიქტი საქართველოსთვის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, კონფლიქტი პირველ რიგში სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს.

“ჩვენ ვართ ის რეგიონი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სატრანზიტო რეგიონი ენერგეტიკის კუთხით, მაგრამ არა მხოლოდ და ვიცით, რომ ჩვენი მომავალი პოტენციალი სწორედ დაკავშირებულია ამ ტრანზიტულ ტრანსპორტის, კომუნიკაციების შავი ზღვის განვითარებასთანაა დაკავშირებული.

ის რაც არის ჩვენი მთავარი კოზირი, ესაა სტაბილურობა. ხშირად ვამბობდით, რომ ჩვენ ამ რეგიონში ვართ სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, ეს უნდა აღდგეს. ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და მე ვერ ვხედავ სხვა პერსპექტივას, თუ არა მშვიდობას.

რაც ვრცელდება “ფეიქ ნიუსები”, რომ ჩვენ ვართ ერთის ან მეორე ქვეყნის უფრო მეტად მეგობარი, ერთს ვეხმარებით და ან მეორეს არა, ეს არის ტიპიური დეზინფორმაცია, იმიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ კონფლიქტში ნეიტრალური”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები