სალომე ზურაბიშვილი: საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო არ უნდა დარჩეს

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო არ უნდა დარჩეს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2008 წლამდე რუსეთის პრეზიდენტი „სხვანაირი იყო, მაშინ რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზების გაყვანას დათანხმდა”.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“როდესაც ვლადიმირ პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან რუსული ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკებას ვმართავდი, მაშინ, შესაძლოა, სხვანაირი პუტინი იყო, ვიდრე ახლა, რადგან მაშინ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზების გაყვანას დათანმხდა.
მიუხედავად იმისა, რომ მე იგივე დიპლომატიური უნარები მაქვს, ვფიქრობ, ეს ახლა ვერ მოხდებოდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და ის ფაქტი, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთთან დიალოგის ყოველგვარ შესაძლებლობას ბლოკავს. ამისთვის მომავალში იგივე კონფიგურაცია გვჭირდება, რომელიც მაშინ არსებობდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, კერძოდ, მხარდაჭერა და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო მუშაობა. იმ კონფიგურაციაში, რომელიც ახლა გვაქვს და რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, მარტო ვერ დავრჩებით.
ამიტომ, პარტნიორებთან ახლოს უნდა ვიყოთ და ისინი მხარს უნდა გვიმაგრებდნენ”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, იმის შესახებ რომ „რუსეთთან დიალოგის გარეშე კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი იქნება”. ზურაბიშვილი ამბობს, რომ „დიალოგი უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ ეს მარტო არ უნდა ვაკეთოთ, ეს საერთო დიალოგის ნაწილი უნდა იყოს”.
“თუ ეს მოხდება, ეს უნდა მოხდეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით. მაშინდელი მოლაპარაკებების დროს, მოლაპარაკებების წინ და მას შემდეგ კონსულტაციებს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ამერიკის საელჩოსთან გავდიოდი. და მოლაპარაკების მეორე მხარემ ამის შესახებ იცოდა და ღებულობდა ამას. ეს საქართველოს ცხადი პოზიციაა: ჩვენ ვერ გაგვასულელებენ, და მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც სისულელეებს ჩაიდენს. ჩვენი პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და ევროპელ პარტნიორებთან შევათანხმოთ. და თუ ისინი რუსეთთან დიალოგისკენ დაიწყებენ სვლას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო პროცესების მიღმა არ დარჩება, რომ საქართველოს პრინციპები – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მოლაპარაკებების ნაწილია და კარგად დაცული პრინციპები”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები