სალომე ზურაბიშვილი – რომელ სამშობლოში ბრუნდება?

სალომე ზურაბიშვილი – რომელ სამშობლოში ბრუნდება?

ჯერ ერთი რომელ სამშობლოში ბრუნდება? ეს არის მისი სამშობლო? თვითონ უკრაინასაც ეძახის სამშობლოს, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას იმის შესახებ დაუბრუნებს თუ არა მიხეილს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, მოქალაქეობის აღსადგენად სააკაშვილი პროტოკოლს უნდა მიჰყვეს.

„ჰიპოთეტურ კითხვებს არ ვპასუხობ. არ აქვს შემოტანილი (განაცხადი) და არც არანაირად არ ჩანს, რომ აპირებდეს. მე მგონი უფრო სპეკულირებს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი არის და რა იქნება შედეგი, ვნახოთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები