სალომე ზურაბიშვილი: რატომ უნდა დავაბრუნოთ მიხეილ სააკაშვილი? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ, სადმე, ვისაც უნდა

სალომე ზურაბიშვილი: რატომ უნდა დავაბრუნოთ მიხეილ სააკაშვილი? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ, სადმე, ვისაც უნდა

„რატომ უნდა დავაბრუნოთ მიხეილ სააკაშვილი? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ, სადმე, ვისაც უნდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის დრო წავიდა და მან ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
კითხვაზე – რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე, როგორ დააბრუნებთ მას უკან, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში.
„რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ, სადმე, ვისაც უნდა. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილთან აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა აქვს.
ესტონეთის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტის კითხვაზე – მოდით ვთქვათ ასე, თქვენ, ამჟამად, ხართ პრეზიდენტი და დავუშვათ, რომ ათი წლის შემდეგ რეჟიმი იცვლება; ცდილობენ, რომ თქვენ სასამართლოს გადაგცენ და ბრალი დაგდონ რაიმე ქმედებაში. ეს უხერხულობას არ გიქმნით?, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არაფერს აკეთებს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა და არ აქვს მსგავსი შიშები.
„ნამდვილად არა იმიტომ, რომ მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს ასეთი სახის შიშები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალაუფლება გვაქვს და თუ ზღვარს გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შედეგი. და ისევ, მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი სააკაშვილი საქართველოსთვის პრობლემაა. შესაძლოა, მას უკრაინა ელოდება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა. ინტერვიუს ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები