“სალომე ზურაბიშვილი ნამდვილ ევროპულ კამპანიას აწარმოებს”

“სალომე ზურაბიშვილი ნამდვილ ევროპულ კამპანიას აწარმოებს”

თბილისის მერი და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს მდივანი კახა კალაძე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს 2012 წელს არსებულ ვითარებას ადარებს. კალაძის თქმით, ადგილი აქვს დისკრედიტაციას და პირად შეურაცხყოფებებს, სალომე ზურაბიშვილი კი “ნამდვილ, ევროპულ კამპანიას” აწარმოებს.

“მე 2012 წელს ვნახე ასეთი მძიმე, ასეთი ცუდი საარჩევნო კამპანია. დღესაც იმ ცუდი კამპანიის ავტორები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში კამპანიის წარმოებას. ეს არის დისკრედიტაცია, პირადი შუარცხყოფები. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს ის მართლაც აწარმოებს ნამდვილ ევროპულ კამპანიას. მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთი ცუდი სიტყვა არ დასცდენია თავის ოპონენტებზე. დარწმუნებული ვარ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამას დაკვნებში ასახავენ, ადგილობრივების იმედი არ მაქვს”, – თქვა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ნაციონალურ მოძრაობას მორალური უფლება არ აქვს, რომ ომზე ისაუბროს, რადგან მათი ქმედებების გამო ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია:

“რა განცხადებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა, 200-მდე სოფელი. დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოდიხართ, საუბრობთ ომზე, ძალიან უხერხულია”, – თქვა კახა კალაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები