საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ინაუგურაცია ევროპულ სტილში უნდა ჩატარდეს. მისივე ინფორმაციით, სცენარზე მუშაობა სავარაუდოდ დღეიდან დაწყება.
„კომისიაა შექმნილი და ინაუგურაციის მოსამზადებელ ეტაპზეც ის არის პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა უწყება, რომელიც დაკავშირებულია ღონისძიებასთან. ასევე, ალბათ დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა, რომელიც მე უნდა გამაცნონ, თუ რა შესაძლო ვარიანტები იქნება. მომხრე ვარ, რაც შეიძლება სადა სცენარის, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მხატვარი თამარ ფოცხიშვილი იქნება.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს”
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
