საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. მისი თქმით, ის ათონელის სასახლეში ადმინისტრაციულ ფლიგელში შეუდგება მუშაობას.
„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც მიყურებს პირველ დღეს ათონელის სასახლეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ვიმყოფები. ვიცი, რომ ყველაფერი არ არის ჯერ იმ ფორმატში და დასრულებული, როგორიც რამდენიმე კვირასა თუ თვეში იქნება, მაგრამ უკვე გვაქვს საშუალება, ამ ფლიგელებში დავიწყოთ მუშაობა. იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ პირველ ეტაპზე, გარემოს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ. თუმცა, როცა სტუმრები გვეწვევიან, მერე საჭირო იქნება, ყველაფერი სათანადოდ იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მედიასთან საქართველოს პრეზიდენტს ხშირად ექნება ე.წ. off the record შეხვედრები.
„აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა მოსაზრება, რომ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა. შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – off the record საკითხებზე, რომელიც საჭიროა, რომ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, გახდეს იმწამსვე საჯარო ინფორმაცია. ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა, რომელსაც ჩემი პრესკლუბი ერქვა“, -აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.

მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სრჯან დანმანოვიჩთან შეხვედრებით დაასრულა

დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, რომელიც აწუხებს ვანს, იმერეთს და ჩვენ ქვეყანას
