სალომე ზურაბიშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ ეს ინაუგურაცია დარჩება ისტორიას

სალომე ზურაბიშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ ეს ინაუგურაცია დარჩება ისტორიას

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ისტორიას დარჩება. მისივე თქმით, ღონისძიებას ბევრი სტუმარი დაესწრება, როგორც პროტოკოლით გათვალისწინებული, ისე მისი პირადი კონტაქტებით, უცხოეთიდან მოწვეული.
„ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება. ერთის მხრივ, პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები, ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი.
მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები, იმ კონტაქტებით, რაც უცხოეთში მაქვს. ვფიქრობ, სასურველია, მათაც გავაცნოთ საქართველო და ამითაც გამოვიყენო ეს ღონისძიება, რომ გაიცნონ საქართველო, თელავი და კახეთი.
ბუნებრივია, მაქვს დიდი მოლოდინი, რომ კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები