სალომე ზურაბიშვილი – ინაუგურაციის სტუმართა სიაზე მუშაობა გრძელდება

სალომე ზურაბიშვილი – ინაუგურაციის სტუმართა სიაზე მუშაობა გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის სტუმართა სიაზე მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის, ვინ დაესწრება პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, რაზე გაამახვილებს ყურადღებას ინაუგურაციის დღეს სიტყვით გამოსვლისას. როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა პირველ არხს განუცხადა, რა თემებზე ისაუბრებს ინაუგურაციის დღეს, წინასწარ არ დაასახელებს

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები