სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის რიგებში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის რიგებში. ამრიგად, აღიარებულია თქვენი წვლილი დემოკრატიისა და საფრანგეთსა და საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისში ფრანგული სკოლის შექმნა“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები
დიდუბის ახალმა გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მზად არის გამოწვევებთან გასამკლავებლად.

პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
