“სალომე ზურაბიშვილი არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე სახელმწიფო ენას ეხება”

“სალომე ზურაბიშვილი არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე სახელმწიფო ენას ეხება”

„დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდება ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, მარნეულში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე სახელმწიფო ენას ეხება.
„სალომე ზურაბიშვილი გახლდათ ჩვენი კომიტეტის – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ბოლო ორი წლის განმავლობაში და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ენას. ასევე, ჩვენი ეროვნული უმცირესობების უფლებებს და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. მისი პრინციპულობა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, როდესაც ის გახლდათ პირველი, რომელიც პრაქტიკულად, აკრიტიკებდა უსამართლო რეჟიმს ჩვენ უახლოეს წარსულში. მე დიდი სიამოვნებით ვუერთდები ქალბატონი სალომეს კამპანიას, მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე გახდება ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი. მან უკვე გააერთიანა ჩვენი დიასპორა, როდესაც მისი დიდი ძალისხმევით საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, მათი მოქალაქეობის საკითხი იყო მნიშვნელოვნად გადაჭრილი პრობლება, რომელიც გახლდათ სწორედ სალომე ზურაბიშვილის დამსახურება“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები