სალომე ზურაბიშვილი – არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც ჩემი გუნდის წევრად განვიხილავ

სალომე ზურაბიშვილი – არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც ჩემი გუნდის წევრად განვიხილავ
არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად,- ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ის არის ერთ-ერთი, რომელსაც გავნიხილავ, თუმცა სანამ საბოლოოდ არ არის ჩემი გუნდის შემადგენლობა დადასტურებული, ნაადრევია იმაზე საუბარი თუ ვინ იქნება და ვინ არა მისი წევრი. არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. ჯერ ადმინისტრაციის საბოლოო ფორმატიც არ ვიცით და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც მერე გადასახედი იქნება. მირჩევნია, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს იყოს საბოლოო,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები