სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში იმ მკურნალობის მისაღებად მიდიოდნენ, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში იმ მკურნალობის მისაღებად მიდიოდნენ, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია

“არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში იმ მკურნალობის მისაღებად მიდიოდნენ, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილი საქართველოში 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრის დაბრუნებაა.
„მე მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი. არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში იმ მკურნალობის მისაღებად მიდიოდნენ, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ვიცი, ეს დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ, მე მზად ვარ, ამის შესახებ არამხოლოდ მთავრობასთან ვიმუშაო, არამედ მივმართო ჩვენს დიასპორას, მათგან, ნამდვილად, შეიძლება თანხებისა და დახმარების მოპოვება. იქ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ექიმი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები