სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება. გადაწყვეტილება ამის შესახებ უმაღლესი რადის სხდომაზე მიიღეს.

ზელენსკი ითხოვდა, რომ ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო, რამაც დიდი კრიტიკა გამოიწვია. ამ დღეს უკრაინაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო კი აცხადებდა, რომ სურდა, ზელენსკის ინაუგურაცია მალე ჩატარებულიყო.

21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც კომედიანტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დაამარცხა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები