სალომე ზურაბიშვილი აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს.

„გილოცავთ სტუდენტობას! მჯერა, რომ იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ამ წლებში დააგროვებთ, წინ წასწევთ ჩვენს ქვეყანას! წარმატებული ყოფილიყოს თქვენი სტუდენტობის გზა!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29 362-მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები