სალომე სამადაშვილი – რუსეთის სურვილია, ქვეყანა ევროპულ სივრცეს ჩამოაშოროს

სალომე სამადაშვილი – რუსეთის სურვილია, ქვეყანა ევროპულ სივრცეს ჩამოაშოროს

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეუთანხმებლობა რუსეთის ინტერესებშია და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერა.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ჩვენ სწრაფად დაიწყონ შეთანხმების შესრულება.

„რუსეთის სურვილია, რომ ქვეყანა ევროპულ სივრცეს ჩამოაშოროს, ამიტომ ევროკავშირის თანამონაწილეობით მიმდინარე პროცესის ჩაშლას ნამდვილად მიესალმებოდა. კარგია, რომ არ ჩაიშალა ეს პროცესი და შეთანხმება შედგა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ სწრაფად დავიწყოთ შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები