სალომე სამადაშვილი: ჩვენს ყველა ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, საპროტესტო აქციებს

სალომე სამადაშვილი: ჩვენს ყველა ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, საპროტესტო აქციებს

ჩვენ ახლა დიდი საფრთხის წინაშე ვართ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა გვითხრეს, რომ შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს მთავარი მონაპოვარი, რაც არის დემოკრატია. ჩვენს ყველა ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, საპროტესტო აქციებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა და განმარტა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, იმის შესახებ, რომ ის აღარ მიიღებს აქციებში მონაწილეობას, სადაც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.
“ჩვენ ახლა ვართ დიდი საფრთხის წინაშე. საერთაშორისო დამკვირვებლებმა გვითხრეს, რომ შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს მთავარი მონაპოვარი, რაც არის დემოკრატია. ჩვენს ყველა ნაბიჯს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მათ შორის, საპროტესტო აქციებს. მე აქციებს მხარს ვუჭერ და აუცილებლად უნდა გაიმართოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აქციების გზავნილი იყოს ისეთი, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციის ფართო სპექტრს და ამ მოთხოვნების უკან დადგებიან არამარტო პოლიტიკური ძალები, არამედ არასამთავრობოები და ყველა, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, გზავნილი, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ მიიჩნევენ, ვერ იქნება ის გზავნილი, რომელიც მოსახლეობას გააერთიანებს.
“მიმაჩნია, რომ გზავნილი – ჩვენი პრეზიდენტი სხვა არის – ინაუგურაციის დღეს ვერ იქნება გამაერთიანებელი გზავნილი. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება. მე ამ შეხედულებით არავის დავპირისპირებივარ. ეს არის ჩემი მოსაზრება. დღეს ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ისეთ მოთხოვნებზე, რომელიც არის მომავლისთვის განკუთვნილი”, – განაცხადა სამადაშვილმა
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში, სადაც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან როგორც

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები