სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკითხვაზე ორი პირი იმყოფება. მისი თქმით, მოხდება ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება.

სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები რჩებიან.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები