საკუთარი მამა და შვილებიც რომ იყვნენ დამნაშავეები, კანონის წინაშე აგებენ პასუხს-კახა კალაძე

საკუთარი მამა და შვილებიც რომ იყვნენ დამნაშავეები, კანონის წინაშე აგებენ პასუხს-კახა კალაძე

საკუთარი მამა და შვილებიც რომ იყვნენ დამნაშავეები, კანონის წინაშე აგებენ პასუხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის“ ეთერში, მეტროს სადგურ “ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მომხდარს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
როგორც კალაძემ განმარტა, კომპანია, რომელმაც მეტროს სადგურის ჭერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, ე.წ. შავ სიაში 2015 წელს იყო შესული, მას დისკვალიფიკაციის ერთწლიანი ვადა გაუვიდა და ამის შემდეგ მიიღო გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.
“მე კომპანიას ხელს არ ვაფარებ. მას თავიანთი მოეკითხება, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როცა ამ კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შავ სიაში არ იმყოფებოდა. შავ სიაში რომ ყოფილიყო, ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროს სადგურ “ვარკეთილში“ დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე, ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს “ყვარელრელმმშენმა“ 347 852 ლარად განახორციელა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები