“საკრებულოში შედიხარ და ამას ბოიკოტს არ უცხადებ, პარლამენტიდან რატომ გადიხარ?”

“საკრებულოში შედიხარ და ამას ბოიკოტს არ უცხადებ, პარლამენტიდან რატომ გადიხარ?”

ოპოზიციის ბოიკოტმა შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს – თუ საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი ცვლილების მისაღებად საჭირო რაოდენობის დეპუტატი არ იქნება, პაკეტი ჩავარდება.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. იცვლება ფრაქციის შესაქმნელად საჭირო წევრთა რაოდენობაც.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიცია პარლამენტში დარჩეს, რადგან უმნიშნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებაა მისაღები.

“საკონსტიტუციო ცვლილებები გვაქვს მისაღები, სადაც საჭიროა ოპოზიციური ხმების მობილიზება. ვინც ვერ ხვდება საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას, ე.ი. ის მხარს არ უჭერს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

კითხვა ჩნდება შემდეგი – თვითმმართველობის არჩევნებში როდესაც იღებ ადგილებს, საკრებულოში შედიხარ, და ამას ბოიკოტს არ უცხადებ, პარლამენტიდან რატომ გადიხარ?” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები