საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი-დავით ნარმანია

საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი-დავით ნარმანია

საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი, – აღნიშნული განცხადება გადაცემა “360 გრადუსი“ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.
დედაქალაქის ყოფილი მერის თქმით, მისი მერობის პერიოდში საკრებულოსთან ინტენსიურად თანამშრომლობდა.
ნარმანია ამჯერად საკრებულოში მისი მისვლის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ვინაიდან ის მერის პოსტს აღარ იკავებს.
„როდესაც მე ვიყავი დედაქალაქის მოქმედი მერი, რამდენჯერაც საჭირო იყო, იმდენჯერ მივედი და მერის მისვლა საკრებულოში და კონსულტაციები ასეთი ინტენსიური მანამდე არ ყოფილა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები