საკონსტიტუციო კომისიის წევრები იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციის მე-18 მუხლს ეხება, განცხადებას ავრცელებენ.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციის მე-18 მუხლს ეხება, განცხადებას ავრცელებენ.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციის მე-18 მუხლს ეხება, განცხადებას ავრცელებენ.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასაწყისშივე შეთანხმდა, რომ არც ერთი უფლების კონსტიტუციური დაცვის სტანდარტი არ გაუარესდებოდა. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, კომისიის მუშაობის შედეგად, არათუ შენარჩუნდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს საკითხი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელზეც კომისიის წევრებმა კონსენსუსს მიაღწიას.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის მანძილზე მუშაობდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კომისიის არც ერთ განხილვაზე ჩვენ არ მოგვისმენია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსტიტუციური ჩანაწერების შესახებ. საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების ჩანაწერების შესახებ არც ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გამოუთქვამს ვენეციის კომისიას. გარდა ამისა, ეს ცვლილება არ ყოფილა სახალხო განხილვაზე გამოტანილი,”- ნათქვამია განცხადებაში.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, არ შეცვალოს იმ მუხლების რედაქცია, რომელიც ინტენსიური მსჯელობისა და განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო.

განცხადებას ხელს აწერენ კომისიის წევრები: ვახტანგ ნაცვლიშვილი, ეკა გიგაური, არნოლდ სტეფანიანი, ანა ფირცხალაშვილი და ვახტანგ ხმალაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. სესიამდე პროექტს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კიდევ ერთხელ განიხილავენ. კვლავ სადავო რჩება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მე-18 მუხლთან დაკავშირებით. მოქმედი რედაქციით, ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად მონაცემებს. ამ კომპონენტების არეალის გაზრდას ითხოვს იუსტიციის სამინისტრო, რაზეც მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 14 დეკემბერს  მიიღო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები