სახლში, სადაც მოკლული 8 წლის გოგოს სისხლის კვალს მიაგნეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება

სახლში, სადაც მოკლული 8 წლის გოგოს სისხლის კვალს მიაგნეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება

სახლში, სადაც მოკლული 8 წლის გოგოს სისხლის კვალს მიაგნეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. შენობის მეპატრონეც სამართალდამცველებთან ერთად იმყოფება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ დაკავებულის კუთვნილ ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩინა, სავარაუდოდ, მკვლელობამდე 34 წლის კაცი ბავშვს უთვალთვალებდა. ამავე ცნობით, სხვა ბავშვების ფოტოებიც იყო.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ ეს ჩიპი მის შვილს ციხიდან გამოატანეს.

„ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო. მეც ეგრე ვიცი, რომ ციხიდან წამოღებული იყო ჩიპი – რომელი ბავშვების ფოტოები იყო, არ ვიცი. თვითონაც არ იცოდა, ვისი იყო. ვიღაცას ჩიპი ვათხოვე და გადმომიწერაო. აქ არაფერი არ ჩაუწერია მაგას. იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას“, – განაცხადა დაკავებულის დედამ.

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 14 წლის წინ, სხვა ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისთვის გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია.

,,ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11-წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე,“ – აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.

2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები