სახელმწიფო ვალდებულია, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მათ მშობლებს უნივერსიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ სიმართლე უთხრას-მიხეილ ჩხენკელი

სახელმწიფო ვალდებულია, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მათ მშობლებს უნივერსიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ სიმართლე უთხრას-მიხეილ ჩხენკელი

უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულია, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მათ მშობლებს უნივერსიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ სიმართლე უთხრას.

“ძალიან ბევრი ახალი იდეა გვაქვს უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ეს არის ხარისხი. უკვე დაწყებულია პროცესი, რომელიც უნივერსიტეტების მონიტორინგს გულისხმობს ავტორიზაციის კუთხით. ორი ტიპის უნივერსიტეტი მინდა გამოვყო, სადაც მონტორინგი ჩატარდა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ უნივერსიტეტს აქვს შანსი სიტუაციის გამოსასწორებლად, მიეცემათ შანსი, რომ მიაღწიონ ამ სტანდარტს და ჩაუტარდებათ განმეორებითი მონიტორინგი. თუ დავინახავთ, რომ უნივერსიტეტს შანსიც არ აქვს სიტუაციის გამოსასწორებლად, მათ ჩამოერთმევათ ავტორიზაცია და შეუჩერდებათ სტუდენტების მიღება.

რიცხვს არ დავასახელებ, პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ გეტყვით, რომ უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება. გვყავს ავტორიზაციის საბჭო, პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული და ეს იქნება ობიექტური შეფასების პროცესი. მაგრამ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა თქვას სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ყველა აბიტურიენტს, მშობლებს, საზოგადოებას, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, სადაც წამყვანი მხარე არის განათლების ხარისხი”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები