სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ირიბმა დასტურმა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის შეიძლება ჩატაევიც იყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ირიბმა დასტურმა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის შეიძლება ჩატაევიც იყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ირიბმა დასტურმა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის შეიძლება ჩატაევიც იყოს, ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა. „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, მათ კითხვები ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც აქვთ, რადგან თუ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ჩატაევის საქართველოში ყოფნა დადასტურდა, სამადაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებების მუშაობაში სერიოზული პრობლემაა.

„თუ ამ სპეცოპერაციაში მართლაც ლიკვიდირებულ იქნა ან დაკავებულ იქნა ჩატაევი, ჩნდება ძალიან სერიოზული შეკითხვები, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან, ასევე საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემასთან, უშიშროების სამსახურის სისტემასთან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს, მაშინ როდესაც სუს-ისთვის გამოყოფილი შესაბამისი რესურსები ყოველდღიურად იზრდება, როდესაც სუს-ის გაძლიერება ხდება ყოველდღიურად, რაში ხარჯავს სუს-ი საკუთარ ძალისხმევას,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მისვლა დღეს “ევროპულმა საქართველომაც” მოითხოვა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები