სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. უწყების ცნობით, ისინი ამ გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ.

კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო და ხმოვან სიგნალს იღებდნენ.ამ გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ. ამ დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ. გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია  აწარმოებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები