“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის”

“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

თავს ვიკავებ სააკაშვილზე განცხადებებისგან. ბევრჯერ ვთქვი, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ საუბარს. ჩემთვის დღეს მთავარი არის საქმე, საქმე და საქმე, უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და მათ შორის პატიმარ სააკაშვილის. ასე რომ, ყველაფერი კეთდება, რათა შიმშილობის შემდეგ, აღდგენითი პროცედურები რაც არის, ყველანაირად იყოს უზრუნველყოფილი. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს და ყველა პატიმრის უფლება არის დაცული. ასევე, შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, აჩვენეს, როგორ არის უზრუნველყოფილი, ტექნოლოგიებით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებით. თუ გახდება რაღაც საჭირო, ყველანაირად უზრუნველყოფილია როგორც ყველა პატიმარი, ასევე სააკაშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონის ფარგლებში ყველას აქვს უფლება, აქცია ჩაატაროს.

აქციები მათი უფლებაა. აქვთ ამის უფლება, რომ ჩაატარონ აქციები, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები