სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს,ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას

სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს,ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას

მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ე.წ. ლოკდაუნს არ აპირებს, ეს არასწორი იქნება. პრემიერ-მინისტრმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ერთსულოვნად, უნისონში ვიყავით, ჩვენი ბიზნესის თხოვნა, რომ ესეთი ჩაკეტვები არ მოხდეს. ამას მთავრობა არ აპირებს,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პირველი, რაც გვითხრა პრემიერმა, იყო ეს და შემდეგ ამ დისკუსიის პროცესში რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას. ჯერ ერთი საკმაო გამოცდილებაა დაგროვებული იმისთვის, რომ ამ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა და ახლა ჩაკეტვა თეორიულადაც რომ მოხდეს, უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე სიკეთე იქნება. ჩვენც გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით, გვითხრა საკმაოდ მხნედ ვარო. ამ სიტუაციაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები