სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ხოლო აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის მოქმედი მოადგილე ლორა კოპერი.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად აშშ-საქართველოს მიერ გაწეული კოორდინირებული ქმედებები, რეგიონში და უშუალოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და ნატო-ს მოკავშირეებთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თანხვედრის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.
ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თავდაცვის სფეროში მზაობისა და ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და აშშ-სთან ერთობლივი პროექტების მიმდინარე მდგომარეობა გააცნო. ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე მოწონება გამოთქვა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზე მადლიერება გამოხატა. პარტნიორებმა მომავალშიც მყარი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მზაობა გამოთქვეს.
მსგავსი სიახლეები
დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა-გიორგი კვირიკაშვილი

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა

“ენდიაი“- კვლევაში მონაწილე პირებიდან, თუ ვის მისცემენ ხმას საპარლამენტო არჩევნებზე, უმრავლესობა “ქართულ ოცნებას“ ასახელებს
