სახალხო დამცველის თანამდებობაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატურა განიხილება.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატურა განიხილება.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რადგან ცალცალკე არაერთი ადამიანი და მედიასაშუალება მეკითხება, აქ დავწერ საჯაროდ: ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე – შესაბამის ფორმატში”, – ნათქვამია ანა ნაცვლიშვილის განცხადებაში.

ანა ნაცვლიშვილი “საიას” 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები