“სახალხო დამცველის განცხადებები ოპოზიციის განცხადებებთან არ უნდა იყოს შესაბამისობაში და ამის იმედიც გვაქვს”-გია ვოლსკი

“სახალხო დამცველის განცხადებები ოპოზიციის განცხადებებთან არ უნდა იყოს შესაბამისობაში და ამის იმედიც გვაქვს”-გია ვოლსკი

“სახალხო დამცველის განცხადებები ოპოზიციის განცხადებებთან არ უნდა იყოს შესაბამისობაში და ამის იმედიც გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციის თემაზე სახალხო დამცველის მოსაზრებების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის შენიშვნები და მოსაზრებები, რასაკვირველია, საინტერესო იქნება ამ საკითხზე.

“სახალხო დამცველი საკითხს სწავლობს და მისი შენიშვნები და მოსაზრებები, რასაკვირველია, საინტერესო იქნება, მათ შორის, სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელობისათვის, რომელიც ასევე ძალიან დეტალურად სწავლობს საკითხს. რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც მეტი ეკონომიკური პროექტი იქნება, მით უფრო მწვავე და მწარე იქნება ეპითეტები და განცხადებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოდის. სახალხო დამცველის განცხადებები მასთან არ უნდა იყოს შესაბამისობაში და ამის იმედი გვაქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ პირველ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დუისის სპეცოპერაციას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა.

როგორც მან განაცხადა, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას სპეცრაზმელთა მხრიდან. მისივე თქმით, ისინი პროცესს აკვირდებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები