სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა

მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელთან შეხვედრა დედებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მეუფე იაკობთან ერთად პანსიონს მომავალი კვირის ბოლოს ეწვევა.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. ვაპირებთ რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მას იმედი აქვს, რომ ეს ვიზიტი ვითარებას განმუხტავს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები