საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ჯიმითსა და მზისგულში ჩატარებული სამუშაოები მოსახლეობასთან შეაჯამეს

საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ჯიმითსა და მზისგულში ჩატარებული სამუშაოები მოსახლეობასთან შეაჯამეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში სოფლებში – ჯიმითსა და მზისგულში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში სამუშაოები 15 ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნულ სოფლებში აზომილია 3874 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა 2500 საკუთრების უფლება, სარეგისტრაციო პროცედურები დასრულდება თებერვლის თვეში.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ასევე, კიდევ ერთხელ განმარტეს პროექტით გათვალისწინებული პროცედურები. მათ შეხვედრის მონაწილეების – ჯიმითისა და მზისგულის მცხოვრებთა კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ამჟამად სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – არხილოსკალოსა და არბოშიკში მიმდინარეობს. არხილოსკალოში უკვე დასრულდა საველე ტექნიკური სამუშაოები, სულ აზომილია 1915 მიწის ნაკვეთი, მიმდინარეობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზი. არბოშიკში კი საველე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს  და მარტის ბოლოს დასრულდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები