საირმეში ორ დღიანი სტუდენტური პროექტი „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ გაიმართა

საირმეში ორ დღიანი სტუდენტური პროექტი „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ გაიმართა

პარლამენტის აპარატისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებითა და დაფინანსებით, კურორტ საირმეში ორ დღიანი სტუდენტური პროექტი „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით სტუდენტების ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ პროცესებში და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტში 300-მდე მსურველიდან გასაუბრებების გზით სეუ-ს 28 სტუდენტი შეირჩა, რომლებიც ოთხ მოდელირებულ კომიტეტში გადანაწილდნენ. ეს კომიტეტებია: იურიდიული კომიტეტი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.
სეუ-ს სტუდენტებმა თავდაპირველად საუნივერსიტეტო სივრცეში გაიარეს წინასწარ მოსამზადებელი ტრენინგები, შემდეგ კი კურორტ საირმეში 2 დღის მანძილზე ამუშავებდნენ კანონპროექტებს აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.
კანონპროექტის შემუშავებაში, მოდელირებულ კომიტეტებში სტუდენტებს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.
საუკეთესო კომიტეტი და საუკეთესო კანონპროექტი სტუდენტებმა კენჭისყრით გამოავლინეს, სპეციალურმა ჟიურიმ კი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები