საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით საქართველოს მზარდი ტენდენცია აქვს-დიმიტრი ქუმსიშვილი

საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით საქართველოს მზარდი ტენდენცია აქვს-დიმიტრი ქუმსიშვილი

საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით საქართველოს მზარდი ტენდენცია აქვს,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

 პირველი ვიცე-პრემიერის თქმით,  სტრუქტურული რეფორმების პარალელურად, მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭირო ფისკალური პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ესაა, მიმდინარე ხარჯები ზრდის შეზღუდვა; არსებული რესურსის მაქსიმალურად მიმართვა ინფრასტუქტურული პროექტების დასაფინანსებლად და საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2018-2021 წლების საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ხარჯების წილი მშპ-თან მიმართებაში განაგრძობს კლებას და 2017 წელს განსაზღვრული 24.8%-დან 2018 წელს დაიკლებს 23.4%-მდე, ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება მშპ-ის 20.8%-მდე.

ამის პარალელურად, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით საქართველოს მზარდი ტენდენცია აქვს და საშუალოვადიან პერიოდში 9%-ის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახსრების მობილიზება არ ხორციელდება მხოლოდ დონორი ორგანიზაციების კრედიტების ხარჯზე და საქართველო ინარჩუნებს დადებით საოპერაციო ბალანსს. 2018 წელს ქვეყნის შემოსავლებსა და მიმდინარე ხარჯებს შორის დადებითი  სალდო მშპ-ის 4.7%-ით განისაზღვრება (2016 წელს ეს მაჩვენებელი 2.6% იყო, ხოლო 2017 წელს 3.9%). საშუალოვადიან პერიოდში დადებითი საოპერაციო სალდოს მაჩვენებელი მზარდია და 2021 წლისათვის მშპ-ის 6%-ს გადააჭარბებს,-აღნიშნა მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები