საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, შამბამ აღიარა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე-ირაკლი კობახიძე

საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, შამბამ აღიარა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე-ირაკლი კობახიძე

საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, შამბამ აღიარა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას მიმართვას.
კობახიძის თქმით, სერგეი შამბა განცხადებებში აღიარებს იმას, რაზეც ოფიციალური თბილისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში საუბრობს.
„საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, შამბამ აღიარა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე. თქვენ იცით, როგორია დღეს დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად, როგორი იყო მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა შამბამ. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ორინეტირებულია იმაზე, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის.
„ჩვენ ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის. თუმცა, არის ხელოვნური ბარიერები და ამ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის რუსეთის ფედერაცია, რაც ართულებს ამ პროცესს. ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ამ პოლიტიკაში დავამტკიცეთ სამშვიდობო ინიციატივა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს შორის ურთიერთობების დაახლოებას“, –აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ და თუ ამ ვითარებიდან არ გამოვალთ, მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.
შამბას თქმით, “აფხაზეთის ხელისუფლებაში” უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, სწორედ ამის გამო “ქვეყანა” პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია.
მისივე განმარტებით, მას პირადი ინტერესი არ გააჩნია და მისი გულისტკივილი მხოლოდ “ქვეყნის” მომავალს უკავშირდება.
“მე არ ვარ იმ ასაკში, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდე, მე ჩემს შვილიშვილებზე და მათს მომავალზე ვფიქრობ”, – აღნიშნა სერგეი შამბამ.
ამასთან როგორც მან განმარტა, აღნიშნულ ვითარებაში “ხელისუფლებას” რამის შეცვლის უნარი არ შესწევს.
„ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. უუნარონი არიან რამე გააკეთონ. ხელისუფლებისგან ყოველთვის გვესმის, ადრე რა უკეთესი იყო. ჩვენ არ გვსურს, როგორც ადრე იყო. ჩვენ უკეთესობა გვინდა. გვსურს, ვიღაცა ადგეს და გამოასწოროს ის, რაც ჩვენთან ხდება. ოთხი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ამ პრეზიდენტს არ შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ გვჭირდება მტკიცედ განწყობილი ადამიანი, რომელიც დაიწყებს მოქმედებას. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
შამბას განცხადებით, საჭიროა კრიზისიდან გამოსვლაზე ფიქრი.
„ყველა და პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ჩვენ წინ 90-იანი წლების მსგავსი უდიდესი ტრაგედია გველოდება, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც ყველაფერს ვკარგავთ. ხელისუფლება უმოქმედოა, ხვალ ისევ გველის ისეთი ტრაგედია, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც დავკარგავთ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გინდათ? მე ეს არ მინდა! მე არანაირი თანამდებობა არ მინდა, რომ მთხოვონ, არც დავთანხმდები. აქ ვარ ასლან ბჟანიას მხარდასაჭერად. ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. აფხაზეთში ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით“, – განმარტა შამბამ.
ამასთან, შამბამ აღნიშნა, რომ თუ უახლოეს მომავალში კრიზისი არ განეიტრალდება, აფხაზეთი უფსკრულში გადაიჩეხება, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ მოხერდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები