საინიციატივო ჯგუფმა გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა

საინიციატივო ჯგუფმა გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა

საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრები არიან ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე,თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები