საია კენჭისყრის მიმდინარეობას აფასებს

საია კენჭისყრის მიმდინარეობას აფასებს

საიამ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა, ანა ნაცვლიშვილის თქმით არჩევნები ზოგადად მშვიდ ვიტარებაში მიმდინარეობს თუმცა დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების რამდენიმე შემთხვევა:

„ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა, ასევე ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების არაერთი შემთხვევა, ძირითადად თბილისში. ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელებას შემდეგი ფორმით, კერძოდ რეგისტრატორების ან ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით დგანან „ქართული ოცნებისა“ , „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს. ამ დროისთვის მსგავს ფაქტება ადგილი ქონდა შემდეგ უბნებზე, დიდუბის #6, ნაძალადევის #61, # 70, #13 უბნებზე , მთაწმინდის #4, კრწანისის #19, დიდუბის #35 და #36 უბნებზე.“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და საარჩევნო ადმინისტრაციას პრობლემის აღმოფხვრისკენ მოუწოდა

ანა ნაცვლიშვილის თქმით ნაძალადევის #19 უბანზე ხმის მიცემა ერთმა მოქალაქემ მართვის მოწმობით შეძლო, სამ უბანი კი დაგვიანებით გაიხსნა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები