საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს მ.წ.24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საერთო მოლოდინებზე და ხაზი გაუსვეს ერთიანი ხედვის შემუშავების მნიშვნელობას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები